ახალი სივრცე მწერალთა სახლში. თანამედროვე ქართველ მწერლებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ ისტორიულ შენობაში თავადაც იმუშაონ და სამწერლობო თუ მთარგმნელობითი საქმიანობით დაკავდნენ. ოთახი თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი – წლების წინ ის დავით სარაჯიშვილის პირადი კაბინეტი იყო. პირველი სტუმრები ახალგაზრდა მწერლები – გიორგი სარჯველაძე და ერეკლე გოგიშვილი არიან, რომლებიც ახალ წიგნს სწორედ ეკატერინე გაბაშვილის სახელობის მწერალთა ოთახში დაასრულებენ.