ეკა ბესელია პროკურატურაში გამოიკითხა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა.

უწყების დატოვების შემდეგ დეპუტატი ამბობს, რომ კონკრეტულ პირთა თანხმობის შემთხვევაში მზადაა, საგამოძიებო ორგანოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანების შანტაჟთან დაკავშირებით.

დეპუტატი პროკურატურაში მის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაიბარეს, რომლის მიხედვით პირადი ცხოვრების კადრებით გარკვეულ პირთა შანტაჟი დღემდე ხორციელდება.