ედიშერ ყიფიანის იუბილე

მალე ცნობილი ქართველი მწერლის საბავშვო ნაწარმოებები და მოთხრობების ახალი კრებული გამოიცემა. 52 წლის წინ გარდაცვლილ ედიშერ ყიფიანს 21 ნოემბერს 100 წელი შეუსრულდებოდა.

მრავალწლიანი სამწერლობო მოღვაწეობა, ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები და არაერთი აღიარება – მწერლის შემოქმედების გარკვეული ნაწილი, მათ შორის უნიკალური ხელნაწერები და ჩანაწერები მის მემორიალურ კაბინეტშია დაცული, რომელსაც დღეს „მოამბე“ სტუმრობდა. რეპორტაჟში გამოყენებული იქნება პირველი არხის არქივში დაცული ფრაგმენტებიც, სადაც კოლეგები 48 წლის ასაკში გარდაცვლილ მწერალს იხსენებენ.