ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

საკალათბურთო კლუბ სოხუმის მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია, ამავე კლუბის თანამფლობელი თემურ დათიკაშვილი და მსაჯი ზაზა მაჩალაძე, რომლებმაც პოზიცია შეცვალეს და ბრალი აღიარეს, ექვსთვიან პატიმრობას, ერთწლიან პირობით მსჯავრს და 5 000 ლარიან ჯარიმას დათანხმდნენ. რაც შეეხება დარჩენილ ორ ბრალდებულს, ძმებ ირაკლი და დავით ბერიშვილებს, მათ ორწლიანი პირობითი მსჯავრი და 5 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე, აღნიშნული ხუთი პირი 2017 წლის დეკემბერში დააკავეს.