საპროცესო შეთანხმება მორის მაჩალიკაშვილთან

20-21 ივნისის საქმეზე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მორის მაჩალიკაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ის მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა. მორის მაჩალიკაშვილმა ბრალი სასამართლო დარბაზში სრულად აღიარა. საპროცესო შეთანხმების მიხედვით მას ორი წლის ვადით პირობითი სასჯელი შეეფარდა.

დატოვე კომენტარი