ძველით ახალი წელი ქვემო ქართლში

ალგეთის ულამაზეს ხეობაში ჩაფლულ სოფელზე გიამბობთ. დიდი ნამტვრიანი, შესაძლოა ნასოფლარად ქცეულიყო რომ არა აფციაურების ოჯახი, რომელმაც სოფელს სიცოცხლე შეუნარჩუნა.

როგორია მთაში დარჩენილი ცოლ-ქმრის ისტორია. როგორ ცხოვრობენ და როგორ ხვდებიან ისინი ძველ ახალ წელს.

ტყის ველური ქონდრით მომზადებული ხინკლით და სვანურ ღუმელში გამომცხვარი იმერული ხაჭაპურით, წელს ოჯახი ჩემს კოლეგას, რუსუდან ლოლაძეს გაუმასპინძლდა.