არაყიშვილის ქუჩაზე ორი ახალგაზრდის დაჭრაში ბრალდებული ძმების, დავით და გურამ კაკულიების სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში უნდა განახლდეს. მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. ბრალდების მხარეს 150 მოწმე ჰყავს დასაკითხი და სამი ექსპერტიზის დასკვნა უდევს საქმეში. დაცვის მხარემ წინა სხდომაზე რამდენიმე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა, რაზეც გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება. დავით და გურამ კაკულიებს არაყიშვილზე ორი ახალგაზრდის დაჭრის გარდა, საზღვრის უკანონო კვეთა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედებათ ბრალად.