ძლიერი წვიმა იყო თბილისში. ძლიერმა ქარმა რამდენიმე ხე მოგლიჯა, რამაც გზის ჩახერგვა გამოიწვია. წვიმის შედეგად ქუჩები, სახლების პირველი სართულები და სარდაფები დაიტბორა. დაშავებულები არ არიან. წვიმის შედეგად თბილისში 115 შეტყობინება დაფიქსირდა. გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შეტყობინებების უმრავლესობა, ვაკე-საბურთალო, გლდანი-ნაძალადევი და დიდუბე-ჩუღურეთიდან შევიდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ყველა შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინეს. ამოიტუმბა წყალი, ასევე დამუშავდა წაქცეული ხეები. მცხეთაში, ქსნის ციხეზე ასული მოქალაქეები ძლიერი წვიმის გამო უსაფრთხო ადგილზე ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ. უწყების ცნობით, არც ერთ მათგანს საფრთხე არ ემუქრება.
თბილისში მოსული ძლიერი წვიმის გამო საპატრულო პოლიციამ ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა შეზღუდა. გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით – მდინარე ვერეს ხეობაში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.