ძლიერი სიცხე ევროპაში.
საბერძნეთში, იტალიასა და ესპანეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა აღინიშნება. რამდენიმე ქვეყანაში სატყეო ხანძარი მძვინვარებს. განსაკუთრებით რთული სიტუაციაა საბერძნეთში, სადაც კუნძულ კორფუდან და როდოსიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. მაღალი ტემპერატურა ცეცხლის ათეულობით კერის ჩაქრობას ხელს უშლის. დაზიანებული და განადგურებულია ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლების ნაწილი. ანომალიურ სიცხეს სპეციალისტები გლობალურ კლიმატურ მოვლენას – ელ ნინიოს, ანუ ტროპიკული წყნარი ოკეანის წყლების დათბობას უკავშირებენ, რომელიც მკვეთრ კლიმატურ ცვლილებებს იწვევს.