ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა.
ჩაკეტილია ჯავახიშვილის ქუჩა, სადაც სამშენებლო ობიექტის ბოლო სართულიდან სამშენებლო დეტალები ჩამოცვივდა. ამასთან, ორი ადამიანი დაშავდა ხახულის ქუჩაზე კერძო სახლიდან გადმოვარდნის შედეგად. ერთმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, მეორე კი მცირედი დაჟეჟილობით სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ძლიერი ქარის გამო ბათუმში საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში 37 შეტყობინება შევიდა, ძირითადად სახლების სახურავების დაზიანების თაობაზე.