დაკავება უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ტრაგიკულ ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს.

საუბარია იმ კომპანიაზე, რომელიც ჭავჭავაძის ხუთ ნომერში მდებარე სამშენებლო ობიექტზე მიწის გათხრის სამუშაოებს აწარმოებდა. სწორედ საძირკვლის გათხრის დროს ჩამოშლილმა მიწის მასამ იმსხვერპლა ორი ადამიანის სიცოცხლე.

გამოძიების მიხედვით, მიწის გათხრის დროს უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. ქვეკონტრაქტორი ფირმის ხელმძღვანელი ბრალს აღიარებს, თუმცა უშუალოდ სამშენებლო კომპანიის პასუხისმგებლობაზეც გარკვეულ მინიშნებებს აკეთებს.