შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, შპს „ხიმიჯ სერვის ორის“ დირექტორი დააკავა.
ოთარ ცნობილაძე ბრალად სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა ედება. საქმე, 31 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის 5 ნომერში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ეხება, როდესაც გამაგრებითი სამუშაოს დროს, ყოფილი „ლეჩკომბინატის“ ტერიტორიაზე, ორი დასაქმებული დაიღუპა.
გიორგი კობერიძე გვერთვება დეტალებით.