როგორ აღმოჩნდა 16 წლის ახალგაზრდა სამშენებლო ობიექტზე, სადაც ამ ასაკის პირების დასაქმება კანონით აკრძალულია.
საუბარია დოლაბაურის ქუჩაზე ლიფტის დემონტაჟის დროს დაღუპულ არასრულწლოვანზე. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, დაკავებულია სამშენებლო კომპანიის დირექტორი. გამოძიების ინფორმაციით, მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული. მიუხედავად იმისა რომ მძიმე, მავნე, საშიში პირობების სამუშაოებზე არასრულწლოვნების დასაქმებას კანონმდებლობა კრძალავს, საქსტატისა და შრომის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში დაახლოებით 24 ათასი ბავშვი ეწევა ისეთ საქმიანობას, რომელიც მათ გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას ხელს უშლის. როგორ უნდა მოხდეს მძიმე სამუშაოზე არასრულწლოვნების დასაქმების კონტროლი და არის თუ არა გამოსავალი ობიექტებზე მონიტორინგის გამკაცრება, რომელიც მომავალი კვირიდან იგეგმება.
დეტალები ჩვენ რეპორტაჟში.