ტრაგიკული შემთხვევა ბათუმში

სამშენებლო ობიექტზე სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 23 წლის ბიჭი დაიღუპა.

შემთხვევა ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზი მოხდა. არსებული ინფორმაციით, მეოთხე-მეხუთე სართულის სიმაღლეზე გაწყდა ამწე კალათის დამჭერი ბაგირი. თვითმხილველები ამბობენ, რომ ადგილზე მეორე მუშაც იმყოფებოდა, თუმცა მან მოასწრო შენობაში შესვლა. შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, მაგრამ ექიმებს ახალგაზრდა მამაკაცი უკვე დაღუპული დახვდათ.

მომხდარზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.