მსოფლიო ყურადღება თურქეთ-სირიისკენ არის მიმართული – მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი ყოველ წუთს იზრდება. ამ დროისთვის 1 000-ს გადააჭარბა დაღუპულთა რაოდენობამ და 5 000-ზე მეტია დაშავებული – ეს მხოლოდ თურქეთის მონაცემია.
დანგრეული ქალაქების უმეტესობა სწორედ თურქულ მხარესაა, ნაწილი პრაქტიკულად აღარ არსებობს. 3000-მდე შენობა სრულად დანგრეულია. სამაშველო ოპერაციების პარალელურად, ამ დრომდე იგრძნობა მიწისქვეშა ბიძგები.
ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი სტიქიის ზონიდან.