ძიუდოისტებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებულს დღეს ბრალს წაუყენებენ

ძიუდოისტებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებულ ლომერ ჟორჟოლიანს დღეს ბრალს 236-ე მუხლით წაუყენებენ, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟორჟოლიანისთვის აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს დღესვე მიმართავს და ღონისძიების ზომად პატიმრობას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი ძიუდოისტებს შორის 31 მაისს მოხდა, ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავდა 2 პიროვნება. სიტუაციის განმუხტვას ადგილზე მისული  პატრულ-ინსპექტორები შეეცადნენ, რა დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟორჟოლიანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.