ევროპის 2018 წლის ძალოსნობის ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვეს
რუმინეთში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვეს.
62 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქუთაისელმა შოთა მიშველიძემ კონტინენტის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული დაისაკუთრა.
დღეს საღამოს 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში გოგა ჩხეიძე იასპარეზებს. ჩვენი გუნდის ლიდერი ლაშა ტალახაძე კი ფიცარნაგზე ტურნირის ბოლო დღეს, პირველ აპრილს გამოვა.