ბათუმი ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

ბათუმი ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საზეიმო გახსნის ცერემონია დღეს გაიმართა. დღეიდან, ერთი კვირის განმვლობაში, საქართველოს პირველი არხი, ზღვისპირა ქალაქიდან პირდაპირ რეპორტაჟებს ყოველდღიურად შემოგთავაზებთ.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ საქართველოს ქალ ძალოსანთა ეროვნული ნაკრები „ა“ ჯგუფში ვეღარ იასპარეზებს, რადგან ჩემპიონატიდან ქალ ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილების გამო, ბრინჯაოსმედალოსანი თათია ლორთქიფანიძე მოიხსნა. ფაქტს ჩემპიონატის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა და მომხდარს უსამართლობა უწოდა. დეტალები რეპორტაჟში.