ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა

15:03, 06.04.2019

ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი უკვე ოფიციალურად გახსნილია. საზეიმო გახსნის ცერემონია ცოტა ხნის წინ დასრულდა. ცერემონიაზე დასასწრებად ბათუმში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა. ჩემპიონატში, რომელიც ზღვისპირა ქალაქში იმართება, 44 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. მედლებისთვის 400-მდე სპორტსმენი იბრძოლებს.

ბათუმში მიმდინარე ჩემპიონატს ნიკა ბერაძე აშუქებს.

 

მსგავსი