ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა

ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა და პირველ საშეჯიბრო დღეს მედლების სამი კომპლექტი გათამაშდება.

ჩემპიონ-პრიზიორები ქალთა შორის 45 და 49, მამაკაცთა შორის კი 55 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ.

49 კილოგრამში ხათუნა ჯიმშელეიშვილი ასპარეზობდა, რომელმაც B ჯგუფში გამოსვლა 136 კილოგრამით დაასრულა. დანარჩენ წონებში კი საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყავდა.

დღეს ბათუმში, სპორტის სასახლის ფიცარნაგზე ვაჟთა 61 კილოგრამი წონითი კატეგორიის A ჯგუფის სპორტსმენები გავლენ. საქართველოს ამ წონაში ორი წარმომადგენელი ჰყავს – რამინ შამილიშვილი და ევროპის მოქმედი ჩემპიონი შოთა მიშველიძე.

შეჯიბრებას პირდაპირ ეთერში 20:30 საათიდან მეორე არხი შემოგთავაზებთ.