ლაშა ტალახაძე რეკორდის გაუმჯობესებას გეგმავს

ლაშა ტალახაძე რეკორდის გაუმჯობესებას გეგმავს.

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები დუშეთში იმყოფებიან, სადაც სეზონის გადამწყვეტი ტურნირებისთვის მზადებას ასრულებენ.

20 და 23-წლამდელთა ნაკრებები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ, რომელსაც პოლონეთი უმასპინძლებს.

ეროვნული ნაკრების წევრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 31 ოქტომბრიდან 10 ნოემბრამდე თურქმენეთში გაემგზავრებიან.