ლაშა ტალახაძე რეკორდის გაუმჯობესებას გეგმავს.
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები დუშეთში იმყოფებიან, სადაც სეზონის გადამწყვეტი ტურნირებისთვის მზადებას ასრულებენ.
20 და 23-წლამდელთა ნაკრებები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ, რომელსაც პოლონეთი უმასპინძლებს.
ეროვნული ნაკრების წევრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 31 ოქტომბრიდან 10 ნოემბრამდე თურქმენეთში გაემგზავრებიან.