პირი, რომელმაც ძაღლზე სასტიკად იძალადა, დაკავებულია.
მარნეულის მკვიდრს ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება. კადრები, რომლებიც საზარელ შემთხვევას ასახავს, სოციალური ქსელით გავრცელდა და ის მძიმედ საყურებელია, რის გამოც მისი ჩვენებისგან თავს ვიკავებთ. არსებობს ძალადობის თვითმხილველიც, რომელმაც შემთხვევა მობილური ტელეფონით გადაიღო. მარნეულის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ ფაქტს ცხოველთა უფლებადამცველების პროტესტი მოჰყვა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო წლებში ცხოველებზე ძალადობის და სასტიკი მოპყრობის ფაქტები მზარდია.