ძალადობა არასრულწლოვანზე

არასრულწლოვანის მიომართ ძალადობის ამსახველ ვიდეოზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ჩანაწერზე სისხლის სამართლის საქმე ორი მიხლით მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით ინტერნეტში ვიდეო თავდაპირველად გასული წლის სექტემბერში აიტვირთა, სოციალურ ქსელში კი 20 აპრილს გავრცელდა. დადგენილია ვიდეოში ასახული არასრულწლოვანის ვინაობა. ასევე გამოძიებისთვის ცნობილია იმ პირის ვინაობა, რომელმაც ვიდეო ინტერნეტში ატვირთა, ის ძალადობის მსხვერპლი ბავშვის კლასელი ასევე არასრულწლოვანია. მუხლები რომლითაც გამოძიება დაიწყო 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა შესაბამის სამსახურს ინტერნეტში ვიდეოს გავრცელების აღკვეთისკენ მოუწოდებს სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას თქმით,Yარასრულწლოვანი სასტიკი ძალადობის მსხვერპლია. ომბუდსმენი მოითხოვს, რომ ბავშვს შესაბამისი ფსიქოლოგიური დახმარება გაეწიოს და მოხდეს ძალადობის შესაძლო განმეორების პრევენცია. ნინო ლომჯარია საზოგადოებასაც მიმართავს და ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ვიდეოს გავრცელებისგან.