დორტმუნდის მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კომპანია „ვიზეარის“ გადადებული რეისი ამ წუთებში უნდა შესრულდეს.
დილის 6 საათსა და 10 წუთზე პილოტებმა თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე ავარიულად დაამუხრუჭეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამის მიზეზი, სიჩქარის მაჩვენებელი ერთ-ერთი ხელსაწყოს გაუმართაობა გახდა.
ავარიულ გაჩერებას მოყვა საბურავების დაკვამლიანება, რის გამოც, მგზავრების ნაწილი ამავე ბორტით ფრენის განახლებაზე უარს აცხადებდა.
შესრულდა თუ არა დაგვიანებული რეისი და რას ყვებიან მომხდარზე კომპანია ვიზეარის თანამშრომლები და მგზავრები.