დღეს, 39 აპრილს, 22 საათზე, საქართველოს პირველ არხზე ახალი დოკუმენტური სერიალის პრემიერა შედგება. „ერი და პრესა“ – ასე ჰქვია ათსერიან დოკუმენტურ ფილმს, რომელიც მოგვითხრობს პრესის ისტორიაზე, პირველ ქართულ ჟურნალ-გაზეთებზე, მის როლზე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ასევე იმ ნეგატიურ ზეგავლენას, რომელიც შეუძლია იქონიოს ბეჭდურმა პერიოდიკამ, განსაკუთრებით კი პარტიულმა პრესამ კონკრეტული ადამიანის, საზოგადოებისა და ქვეყნის ბედ-იღბალზე. სერიალის რეჟისორია ანდრო ჭიაურელი, სცენარის ავტორი – თამაზ ჯოლოგუა, კოტე ჯანდიერის მონაწილეობით. სერიალი ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს, 22 საათზე იქნება წარმოდგენილი.
ერი და პრესა
მოამბე