დოდო გუგეშაშვილის გამოკითხვა

საზარელი თავდასხმიდან მეექვსე დღეს დოდო გუგეშაშვილმა გამომძიებლების შეკითხვებს პირველად უპასუხა.

მეგობრების ინფორმაციით, დაჭრილმა დაკითხვისას თქვა, რომ მას და მის შვილს დაქირავებულმა მკვლელმა ესროლა. როგორც ირკვევა, გუგეშაშვილი მას იცნობდა და თავდასხმის დღეს კარიც თავად გააღო. გამოკითხვა რეანიმაციულ განყოფილებაში ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს ნაქირავებ საცხოვრებელ ბინაში 7 თებერვალს დილით დაესხნენ თავს, ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზევე დაიღუპა.    

გურამ როგავამ მოისმინა დაკითხვის შემდეგ გაკეთებული განცხადებები.