დოდო გუგეშაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

როდის გადაიყვანენ დოდო გუგეშაშვილს პალატაში, ეს ამ დრომდე უცნობია. როგორც ღუდუშაურის საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა, ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

სავარაუდოდ, სწორედ პალატაში გადაყვანის შემდეგ დაკითხავენ გუგეშაშვილს. მისი მეგობრის განცხადებით, დოდო გუგეშაშვილმა შვილის გარდაცვალების შესახებ ჯერ არ იცის და ეს მას ერთ-ერთმა მეუფემ უნდა შეატყობინოს. სავარაუდოდ, ნოდარ გუგეშაშვილს ხუთშაბათს დაკრძალავენ.