„დმანისის გადარჩენის ფონდი“ ფინანსთა სამინისტროს მიმართავს

მწვანე კონცხზე მდებარე მრავალწლოვან ხეზე გამოცხადებულ აუქციონში, “დმანისის გადარჩენის ფონდი” ერთვება. გაერთიანების წევრების თქმით, მრავალწლოვანი ევკალიპტის, რომელიც აუქციონზე გუშინ გამოიტანეს, ბიძინა ივანიშვილისთვის დათმობას არ აპირებენ. “დმანისის გადარჩენის ფონდი” ფინანსთა სამინისტროს მიმართავს და აცხადებს, რომ მზად არიან ახლავე გადაიხადონ ხის საწყისი ფასი, 7000 ლარი და ევკალიპტი მწვანე კონცხზე დატოვონ. აუქციონი დღეს 18:00 საათზე დასრულდება.