ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი მიღება

ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში. ღონისძიებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში მონაწილე ჟურნალისტები, ფოტო და ვიდეო რეპორტიორები დაესწრნენ. პროფესიული დღე ჟურნალისტებს გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ მიულოცა. შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთში დაღუპულ ჟურნალისტებს.