გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების განცხადება

 გაერო-ს უშიშროების საბჭო რუსეთის აგრესიასა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს მორიგი განცხადებით გმობს. წევრი ქვეყნები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. საბჭოს სხდომაზე მოხსენებით წარდგა პოლიტიკურ და მშვიდობის საკითხებში, გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის შესახებ ინფორმაცია წარადგინა.

განხილვის შემდეგ ერთობლივი განცხადებით წარდგნენ უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების, მათ შორის, ამერიკის, ალბანეთის, გაერთიანებული სამეფოს, ირლანდიის, ნორვეგიისა და საფრანგეთის, ასევე, საბჭოს მომავალი წევრების – იაპონიისა და მალტას წარმომადგენლები. ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთი უკანონოდ შეიჭრა და საქართველოს განუყოფელ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალში. აქცენტი გაკეთდა იქ არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების მდგომარეობაზე. ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებებსა და გატაცებებზე. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ 2008 წლის აგვისტოში, საქართველოში რუსეთის შეჭრამ აჩვენა მეზობელი ქვეყნებისა და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისადმი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაძლიერება. დღეს კი რუსეთის ამ პოლიტიკას გაგრძელება მოჰყვა უკრაინაში.