ჯვართამაღლება

მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო მსახურება აღევლინა. სამების საკათედრო ტაძარში წირვა მეუფე შიომ ჩაატარა, რის შემდეგაც ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. პატრიარქის თანამოსაყდრემ მრევლს ქადაგებითაც მიმართა და ჯვართამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.