„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ კიდევ ერთ პირს პატიმრობა შეეფარდა.
გიგა გიგუაშვილს ბრალად ედება ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე და მასთან ერთად მყოფ ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიაზე ძალადობა. საუბარია 5 ივლისის მოვლენებზე, რა დროსაც „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, მედიის წარმომადგენლებს საქმიანობა შეუზღუდეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ საქმეზე სულ 29 პირია ბრალდებული და ყველას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.