ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ძალადობის საქმე

5 ივლისის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში. პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის ოთხი მოწმე დაიკითხება, ისინი „რადიო თავისუფლებისა“ და „რუსთავის ორის“ თანამშრომლები არიან. პროკურორის განცხადებით, აღნიშნული მოწმეებზე უშუალოდ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. შეგახსენებთ, 5 ივლისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 30-მდე პირია დაკავებული.