ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე

5 ივლისის მოვლენები და მედიაზე თავდასხმის საქმე. თბილისის საქალაქო სასამართლოში შვიდი პირის პროცესი გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ, მათ შორის ტელეკომპანია „რუსთავი- 2“-ის ჟურნალისტები.

შეგახსენებთ, სასამართლო 5-6 ივლისის საქმეს რამდენიმე ეპიზოდად განიხილავს. დღევანდელ ეპიზოდზე დაზარალებულები არაინ საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი, „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტი თამარ თათარაშვილი, ტელეკომპანია „ფორმულას“ და სააგენტო „ნიუსპოსტის“ ფოტოგრაფები.