ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა თავდაცვის ძალების უნიფორმები მედიის წარმომადგენლებს დაათვალიერებინა. ისინი აუდიტის დასკვნას გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ დასკვნაში გამოვლენილი ხარვეზები წარსულ მემკვიდრეობას უკავშირდება და ახალი ხელმძღვანელის მოსვლის შემდეგ, მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა.
მათივე განმარტებით, დღეის მდგომარეობით, ქართული ჯარი 100 პროცენტით არის უზრუნველყოფილი მაღალი ხარისხის უნიფორმებით.