დღეს, 7 მარტს საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტვას დაბადების დღეა. ის 77 წლის გახდებოდა. ქართველი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, გენერალ-მაიორი, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს. მას სიკვდილის შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ. რუსლან აბაშიძე დღეს ვაკის პანთეონში იმყოფებოდა, სადაც ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო. ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა.
მოამბე