ჟიული შარტავას მემორიალური დაფა

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალური დაფა გაიხსნა. 7 მარტს ჟიული შარტავას დაბადების დღეა, სწორედ ამიტომ შეირჩა მემორიალის გახსნისთვის მარტის თვე. საქართველოს ეროვნული გმირი, ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, გენერალ-მაიორი 1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად სეპარატისტებმა დახვრიტეს.