მამია ალასანიას ბიუსტის გახსნა

საქართველოს ეროვნული გმირის, მამია ალასანიას ბიუსტი გაიხსნა ზუგდიდში. ცერემონიას მამია ალასანიას შვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია, ოჯახის წევრები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და ადგილობრივი ხელისუფლება დაესწრნენ. ზუგდიდ-ცაიშის, ავსტრიისა და გერმანიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ კი აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მამია ალასანია 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის აღებისას ჟიული შარტავასთან და სხვა ეროვნულ გმირებთან ერთად დაიღუპა. მისი ცხედრის იდენტიფიცირება 2017 წელს მოხერხდა.