ჟიული შარტავა დღეს 78 წლის გახდებოდა

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა. თარიღს ქვეყნის პრემიერი ეხმაურება. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ჟიული შარტავას შეუდრეკლობისა და სამშობლოსადმი თავდადების მაგალითი სახელმძღვანელოა თითოეული ჩვენგანისთვის და ყველა მომავალი თაობისთვის. თავისი თაობის საუკეთესო წარმომადგენელი ღირსებით, პატრიოტიზმითა და განათლებით გამორჩეული მამულიშვილი, იგი სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდა ქართველებისა და აფხაზების ერთიანობისთვის.

„თუ საქართველოს თუნდაც ერთი ადამიანი ჰყავს ასეთი, ამ ქვეყანას გადაშენება არ უწერია“ – მისი უწმინდესობა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისადმი მიწერილი ეს სიტყვები ჟიული შარტავას გმირობის შემსწრე უცნობ აფხაზს ეკუთვნის. დიდება ჩვენს გმირებს!”,- წერს  პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.