მოლაპარაკებებში პროგრესი ამჯერადაც არ არის. ჟენევის მოლაპარაკებების მე-60-ე რაუნდზეც რუსეთის დელეგაციამ ჩვეულ ტაქტიკას მიმართა.
დევნილების საკითხის დაყენებისთანავე რუსულმა მხარემ შეხვედრის ოთახი დატოვა. გახშირებული გატაცებები, ეთნიკური დისკრიმინაცია, გადაადგილების შეზღუდვა – ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა ქართული დელეგაციის დღის წესრიგის მთავარი თემა იყო. ოფიციალურმა თბილისმა სააღდგომოდ ე.წ. გადასასვლელების გახსნა ითხოვა, რათა ადგილობრივებმა საოკუპაციო ხაზს მიღმა მოქცეულ საფლავებზე გასვლა და სალოცავების მოლოცვა შეძლონ. თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერც ამ საკითხზე მოხერხდა.