ჟენევის მოლაპარაკებების 62-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა თბილისში მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირიდან, გაერო-დან და ეუთო-დან. შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. აქცენტი გაკეთდა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე. ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის მნიშვნელობას. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდი 5-6 ნოემბერს გაიმართება.