ჟენევის მოლაპარაკებების 58-ე რაუნდზე საქართველომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა დაბრუნების საკითხი დააყენა, რა დროსაც რუსეთის დელეგაციამ შეხვედრის ადგილი ტრადიციულად, ამჯერადაც დატოვა. მათ არ მოისმინეს ქართველი დელეგატების მიერ საკითხზე წარმოდგენილი ფაქტები, რომლებსაც ამჯერად სამართლებრივი საფუძვლებიც დაერთო. ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან დარბაზის დატოვების გამო, მოლაპარაკებების 58-ე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა, თუმცა მხარეები შეთანხმდნენ, რომ 59-ე რაუნდისთვის ჟენევაში დეკემბერში შეიკრიბებიან.