ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი 

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყება ჟენევის მოლაპარაკებების ხვალინდელი რაუნდი.

შეხვედრის დღის წესრიგი შეთანხმებულია. მთავარი თემა საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ცნობილი ექიმის საკითხი იქნება. საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებიც განმარტავენ, რომ დიალოგი რთული და დაძაბული იქნება. თუმცა პროგნოზები ოპტიმისტურია. ქართულ დელეგაციას იმედი აქვს, რომ რუსეთზე ყოველდღიურ საერთაშორისო ზეწოლას შედეგი აუცილებლად ექნება და ტრავმატოლოგი ოჯახს მალე დაუბრუნდება.

ცოტა ხნის წინ გაფრინდაშვილზე პირველი კომენტარი გააკეთა ლავროვის მოადგილემ.

სალომე ქოქიაშვილი ემზადება ჟენევის მოლაპარაკებების მოროგი რაუნდის განსახილველად.