საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს ქართული მხარე ჟენევაში.
საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმის საკითხი ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა. ქართული დელეგაციის წევრების განცხადებით, გაფრინდაშვილის დაკავება არის მაგალითი, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით რამდენად მძიმე მდგომარეობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ჟენევაში სალომე ქოქიაშვილი მუშაობს.