ჟენევის მოლაპარაკებები 

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ  გათავისუფლებას მოითხოვს ქართული მხარე  ჟენევაში.

საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმის საკითხი ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა. ქართული დელეგაციის წევრების განცხადებით, გაფრინდაშვილის დაკავება არის მაგალითი, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით რამდენად მძიმე მდგომარეობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ჟენევაში სალომე ქოქიაშვილი  მუშაობს.