მაია ოთინაშვილის უკანონო დაკავების ფაქტი განხილვის თემა იქნება შვეიცარიაშიც.
ჟენევაში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის ემზადებიან. ერთი დღით ადრე შეხვედრის თანათავმჯდომარეები ხაზს უსვამენ, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, რათა მოსკოვმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცეს. მოქალაქეების გახშირებული გატაცებების გარდა განსახილველ თემებს შორის იქნება გალის ბოლო რამდენიმე ჩაშლილი შეხვედრაც. იმის გამო, რომ ქართულმა დელეგაციამ გალში ოთხოზორია-ტატუნაშვილი-ბაშარულის საქმეების განხილვა მოითხოვა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა შეხვედრები პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ქეთევან ქარდავა აშუქებს ჟენევის მოლაპარაკებების 45-ე რაუნდს.