პრემიერის მიმართვა დავოსის ფორუმზე

მნიშვნელოვანი გზავნილები შვეიცარიიდან ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში.

დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული დღევანდელი დისკუსია ევროკავშირის მომავალს და იმ მოლოდინს დაეთმო, რომელიც საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით აქვთ. საჭიროა მეტი სიცხადე და ადეკვატური რეაქცია – ეს იყო მთავარი აქცენტი საქართველოს პრემიერის გამოსვლიდან. საერთაშორისო ფორმატი ირაკლი ღარიბაშვილმა ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის პროგრესის დემონსტრირებისთვის და იმის ხაზგასასმელად გამოიყენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის ივნისის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. გამოსვლაში იყო კითხვები ევროკავშირის ლიდერების მიმართაც და უკრაინის ომის გამო გაუარესებული ევროპული უსაფრთხოების ფონზე მოწოდებები უფრო აქტიური ქმედებებისკენ.

როგორი უნდა იყოს ახალი გამოწვევების ფონზე ევროკავშირის მიდგომები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებსაც ევროკავშირთან დაახლოება და წევრობა სურთ, – „მოამბე“ დავოსშია, სალომე ქოქიაშვილი აშუქებდა პანელს.