ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი. ტექნიკური ხასიათის შეხვედრა უკვე მიმდინარეობს. თანათავმჯდომარეები მხარეებთან განსახილველ საკითხებზე მსჯელობენ. დისკუსიის დროს აქცენტი გაკეთდება ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებაზე. ქართული მხარე ისაუბრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ჰუმანიტარულ საკითხებზე, ასევე საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებაზე.