სკოლამდელი განათლების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მუნიციპალურ დონეზე ,- ამ საკითხებს განიხილავენ ამ წუთებში სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში.
შეხვედრა ორგანიზებულია ორი პროექტის ფარგლებში, პოლონეთის საერთაშორისო დახმარების პროგრამის და გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ.
შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ არსებულ გამოწვევებს და განსაზღვრავენ სკოლამდელი განათლების სფეროში წარმატებული პოლიტიკის შემუშავების და კადრების კვალიფიკაციის ამაღლების გზებს.